logo_geo
ცხადაძეს ერთი კონკურენტი ჩამოშორდა - ბილიჩი ჩინეთში წავიდა
- +

7 იანვარი. 2021. 14:08

 

 

 

 

Championat.asia– ს გავრცელებული ცნობებით, ტაშკენტის „პახტაკორის“ ჩაბარება შოთა არველაძის შემდეგ კახაბერ ცხადაძეს შესთავაზეს, რომელიც ყაზახურ შიმკენტის „ორდაბასში” 2018 წლიდან მუშაობდა და გუნდი 2020 წლის დეკემბერში დატოვა.

 

უზბეკური გამოცემა „ვესტის“ ამტკიცებდა, რომ ქართველ სპეციალისტთან ერთად, უზბეკეთის 13-გზის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი სლავენ ბილიჩიც იყო – ცნობილი ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი, რომელიც ხორვატიის ნაკრებს წვრთნიდა. ბილიჩი დეკემბერში გაათავისუფლეს „ვესტ ბრომიდან“ „მანჩესტერ სიტისთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ.

 

„პახტაკორის“ ხელმძღვანელობას მიაჩნდა, რომ სლევენი შეცვლიდა შოთა არველაძეს (რომელმაც სამი წარმატებული სეზონის შემდეგ პოსტი დატოვა) და დაეხმარებოდა გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ნანატრი გამარჯვების მოპოვებაში. ბილიჩს უზბეკები წელიწადში გასამრჯელოდ 1,5 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ ბილიჩმა მუშაობა ჩინეთში ამჯობინა – მან „ბეიცზი გოანი“ ჩაიბარა, რომელიც მადრიდის „რეალისა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ პარტნიორია. ასე რომ, ცხადაძეს ერთი სერიოზული კონკურენტი მოაკლდა.

 

ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე ტაშკენტის გუნდს ნიდერლანდელი პიტერ ჰუისტრა ავარჯიშებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი