logo_geo
თემურ ლეპსაია: საქართველო ევრო 2020-ზე რომ გასულიყო, კვარაცხელიას უკეთესი ვარიანტები ექნებოდა
- +

8 იანვარი. 2021. 13:03

 

 

თემურ ლეპსაიამ, რომელიც ნოემბრის ბოლოს რუსეთის ფედერაციის ფეხბურთის ეროვნული ლიგის (პირველი ლიგა) განვითარების და მარკეტინგის დირექტორი გახდა, „მატჩ ტვ“-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა.

 

ჟურნალისტმა ლეპსაიას შემოდგომაზე გადაცემა „ინსაიდერში“ სტუმრობისას ნათქვამი ფრაზა გაახსენა, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის დასახასიათებლად „სევილიამ“ მიმართა.

 

„როგორ ფიქრობთ, ესპანელებს 19 წლის ქართველისადმი ზამთარში ინტერესი ისევ ექნებათ?“

 

ლეპსაიას პასუხი ასეთი იყო:

 

„ბოლო დროს ხვიჩა შთამბეჭდავად თამაშობს. ვფიქრობ, „რუბინს“ უკვე საინტერესო წინადადებები ექნება და დარწმუნებული ვარ, ზაფხულში კიდევ უფრო მეტიც იქნება. უბრალოდ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ზამთარში ევროპაში ბევრი დიდი ტრანსფერი არ ხორციელდება. დღეს ხვიჩას ფასი ზუსტად ისეთია, რომ მასზე გარიგება მსხვილი ტრანსფერების კატეგორიაში მოხვდება. ამიტომ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის „რუბინს“ ზამთარში დატოვებს. სავარაუდოდ, ეს ზაფხულში მოხდება“, – ამბობს ლეპსაია.

 

რუსეთში მოღვაწე ცნობილი მენეჯერის თქმით, 19 წლის თავდამსხმელს ტრანსფერში გარკვეულწილად ხელი საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ვერმოხვედრამაც შეუშალა.

 

„უდავოა, კიდევ უფრო სერიოზული წინადადებები იქნებოდა, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თუ გავიდოდა. მაგრამ ეს არ მოხდა იმის გამო, რომ კვარაცხელიამ ეროვნული გუნდის შეკრება კორონავირუსის გამო დატოვა. ეჭვიც არ მეპარება – მას რომ ეთამაშა, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას დაამარცხებდა“, – ამტკიცებს ლეპსაია.

 

წყარო:

https://1tv.ge/news/temur-lepsaia-saqartvelo-evro-2020-ze-rom-gasuliyo-kvarackhelias-uketesi-variantebi-eqneboda/

 

 

big_banner
არქივი