logo_geo
პელე: პრესამ დამადანაშაულა მესისა და რონალდოს დაჩრდილვის სურვილში
- +

8 იანვარი. 2021. 14:11

 

 

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ აზრი გამოთქვა თავისი ამასწინდელი გადაწყვეტილების შესახებ – შეეცვალა თავისი აკაუნტი „ინსტაგრამის“ სოციალურ ქსელში. ახალ პროფილში მითითებულია, რომ პელე 1283 გოლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ გაუსწრო ბრაზილიელს ოფიციალურად დარეგისტრირებული გოლების რაოდენობით – 758 757-ის წინააღმდეგ.

 

„პრესამ დამადანაშაულა იმაში, რომ ჩემი „ინსტაგრამის“ ბიოგრაფია შევცვალე, რათა დამეჩრდილა ეს დიდი ვარსკვლავები, რომლებიც ჩემს რეკორდებს აუმჯობესებენ. ბიოგრაფია ყოველთვის ერთია მას შემდეგ, რაც მე სოციალურ ქსელს შევუერთდი. არაფერმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი საოცარი მიღწევების დაფიქსირებაში“, – აღნიშნა პელემ.

 

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს, „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ 644-ე გოლი გაიტანა კატალონელთა შემადგენლობაში და გაუსწრო პელეს ერთ გუნდში გოლების რიცხვით.

 

წყარო:

https://1tv.ge/news/pele-presam-damadanashaula-mesisa-da-ronaldos-dachrdilvis-survilshi/

 

 

big_banner
არქივი