logo_geo
ტოჩინოშინმა 2021 წელი გამარჯვებით დაიწყო
- +

10 იანვარი. 2021. 15:33

 

 

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სუმოში წლის პირველი სუპერტურნირი ჰაცუ ბაშო დაიწყო. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ პირველივე ბრძოლა მოიგო. ტოჩინოშინმა წლის პირველ შეხვედრაში მონღოლი მე-4 მაეგაშირა ტამავაში დაამარცხა. ბრძოლა დაძაბული გამოდგა, ტოჩინოშინის მეტოქეს მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა ლევან გორგაძემ ტამავაში ბოლო მომენტში შემოატრიალა და იორიკირის ილეთით დოჰიოდან გადაიყვანა. ურთიერთშეხვერებში ტოჩინოშინი მონღოლს უკვე 20:9-ს უგებს.

 

ხვალ, მეორე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძეს მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინიუმი იქნება. ქართველ სუმოისტს 35 წლის იაპონელ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში 9:7 უპირატესობა აქვს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი