logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილებში ბრძოლას გამოეთიშა, ერთეულებში მეოთხედფინალი ელის
- +

10 იანვარი. 2021. 20:32

 

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, თურქეთში მიმდინარე ტურნირზე წყვილებში, გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

 

ბასილაშვილმა და გერმანელმა ანდრე ბეგემანმა ანტალიის ღია პირველობაზე 1/8 ფინალში თურქებს – უმუტ აკოინსა და მერტ ნაცი ტურკერს 6:2, 6:3 სძლიეს.

 

მეოთხედფინალში კი პირველ ნომრად განთესილ ხორვატულ დუეტთან (ნიკოლა მეკტიჩი-მატე პავიჩი) დათმეს – 0:6, 1:6.

 

ერთეულთა თანრიგში ბასილაშვილს 11 იანვარს მეოთხედფინალი ელის. მისი მეტოქე ავსტრალიელი ალექს დე მინორი იქნება.

 

 

https://1tv.ge/news/basilashvili-wyvilebshi-brdzolas-gamoetisha-erteulebshi-meotkhedfinali-elis/

 

 

big_banner
არქივი