logo_geo
ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა
- +

11 იანვარი. 2021. 15:11

 

ლეგენდარული ძიუდოისტი, ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, დავით ხახალეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს დილით გარდაიცვალა.

 

ლეგენდარულ სპორტსმენს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა, რთული ფორმებით, მას გულის ურთულესი და ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროებოდა, რის გამოც, საზოგადოება თვეების განმავლობაში მის მხარდაჭერას ცდილობდა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის შალვა გოგოლაძის, ასევე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ძალისხმევითა და საზოგადოების ჩართულობით, სპორტსმენის გადასარჩენად არაერთხელ შეგროვდა თანხა, თუმცა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა დაავადებაზე გამარჯვება ვერ მოახერხა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი