logo_geo
ლიონელ მესი გასული ათწლეულის საუკეთესო პლეიმეიკერია
- +

13 იანვარი. 2021. 23:26

 

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი გასული ათწლეულის საუკეთესო პლეიმეიკერად დასახელდა.

 

IFFHS-მა შეისწავლა 2011-20 წლების შედეგები. რეიტინგში შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა წლებში ამ ნომინაციაში TOP20-ში ხვდებოდნენ. მოთამაშეს, რომელიც ერთ-ერთ წელს პირველ ადგილს იკავებდა, 20 ქულა ერიცხებოდა, მეორეს – 19 ქულა და ა.შ.

 

მესი საუკეთესო გამთამაშებელი ხდებოდა 2015, 2017 და 2019 წლებში, ასევე მეორე ადგილი დაიკავა 2011, 2014, 2018 და 2020 წლებში. საბოლოოდ, მან 174 ქულა მიიღო.

 

მეორე ადგილზე გავიდა „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა (127), მესამეზე – „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი (113).

 

ასევე ტოპ-ათეულში მოხვდნენ: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, 103), ტონი კროოსი (რეალი, 90), ედენ აზარი (რეალი, 77), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, 71), მესუთ იოზილი (არსენალი, 69), ანდრეა პირლო (დაასრულა კარიერა, 63), იაია ტურე (დაასრულა კარიერა, 60).

 

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი 55 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა, „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო 54 ქულით – მე-12 ადგილზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი