logo_geo
2021 წლის სეზონს მოჭიდავეები 14 იანვარს გახსნიან
- +

13 იანვარი. 2021. 23:54

 

14-დან 18 იანვრის ჩათვლით ნიცაში ოლიმპიური ჩემპიონის ანრი დეგლანის სახელობის მემორიალური ტურნირი ჩატარდება და გამარჯვებულები ჭიდაობის ორივე სახეობაში გამოვლინდებიან.

 

წინასწარი მონაცემებით აქ 26 ქვეყნის 315 ფალავანი იჭიდავებს.

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, საფრანგეთში ჩვენი ქვეყანა უძლიერესი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრზე საქართველოს ღირსებას 6 მოჭიდავე დაიცავს.

 

 თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:

 

57კგ. ბექა ბუჯიაშვილი

 

61 კგ. ბექა ლომთაძე

 

65 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

 

70 კგ. ზურაბ იაკობიშვილი

 

74 კგ. დავით ტლაშაძე

 

79 კგ. ნიკა კენჭაძე

 

86 კგ. დავით მარსაგიშვილი

 

92 კგ. ირაკლი მწითური

 

125 კგ. გენო პეტრიაშვილი

 

 ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდის შემადგენლობა:-

 

55 კგ. ნუგზარ წურწუმია

 

77 კგ. ბექა მამუკაშვილი

 

87 კგ. გურამ ხეცურიანი

 

97 კგ. გიორგი მელია

 

130 კგ. იაკობ ქაჯაია, სულხან ბუიძე

წყარო : wyaro
big_banner
არქივი