logo_geo
ფრანგი მოტომრბოლი „დაკარის“ დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა
- +

16 იანვარი. 2021. 18:33

 

ფრანგი მოტომრბოლი პიერ შერპენი 10 იანვარს, რალი-მარათონის „დაკარის“ მეშვიდე ეტაპზე მიღებული ტრავმების შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ რალის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

 

ეტაპის 178-ე კილომეტრზე პილოტმა წაქცევის შედეგად თავის სერიოზული ტრავმა მიიღო. შერპენი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასწრაფოდ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ბოლო მომენტამდე ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ფრანგი საუდის არაბეთიდან სამშობლოში თვითმფრინავით გადაჰყავდათ, მგზავრობისას გარდაიცვალა.

 

52 წლის მრბოლელი ქალაქ ლილიდან მეოთხედ მონაწილეობდა „დაკარში“.

 

https://1tv.ge/news/frangi-motomrboli-dakaris-dros-mighebuli-travmebis-shedegad-gardaicvala/

 

 

big_banner
არქივი