„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სერია ა-ს 16 ტურში 15 ბურთი გაიტანა, რაც აქამდე კლუბის ისტორიაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, უელსელ ჯონ ჩარლზს 1958/1959 წლების სეზონში ჰქონდა გაკეთებული, თუმცა მან თექვსმეტივე შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა.
რონალდუმ ორი თამაში კორონავირუსის გამო გამოტოვა, ერთი კი თადარიგში დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 ბურთის გასატანად კრიშტიანოს მხოლოდ 13 თამაში დასჭირდა.
https://imedinews.ge/ge/sporti/181910/krishtianu-ronaldum-kidev-erti-rekordi-daamkara