logo_geo
ბელარუსს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას ჩამოართმევენ
- +

17 იანვარი. 2021. 19:18

 

 

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია ჩამოართმევს ბელარუსს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას.

 

როგორც რამდენიმე წყარო იტყობინება, ოფიციალურ გადაწყვეტილებას ორშაბათს, ფედერაციის საბჭოს სხდომაზე მიიღებენ.

 

ამ მომენტისთვის განიხილება ტურნირის ბელარუსის ნაწილის გადატანა დანიაში ან სლოვაკეთში.

 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატი უნდა გაიმართოს 21 მაისიდან 6 ივნისამდე მინსკსა და რიგაში. მთელს ევროპაში ვრცელდება მოწოდება იმის თაობაზე, რომ ბელარუსს ჩამოერთვას ჩემპიონატის ჩატარების უფლება მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ მთავრობის დამოკიდებულებისა და რეპრესიების გამო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი