logo_geo
საკლუბო კარიერის განმავლობაში პირველად, ლიონელ მესი მოედნიდან გააძევეს
- +

18 იანვარი. 2021. 10:24

 

 

საკლუბო კარიერაში პირველად, „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ წითელი ბარათი მიიღო. ესპანეთის სუპერთასის ფინალში ის მოედნიდან უხეშობისთვის გააძევეს.

 

ფინალური შეხვედრა კატალონიელებმა „ატლეტიკოსთან“ 2:3 დათმეს. 33 წლის მესიმ საკლუბო დონეზე წითელი ბარათი პირველად მიიღო, სანაკრებო დონეზე კი მას სულ ორი წითელი აქვს მიღებული.

 

https://imedinews.ge/ge/sporti/182039/saklubo-karieris-ganmavlobashi-pirvelad-lionel-mesi-moednidan-gaadzeves

 

 

big_banner
არქივი