logo_geo
„ინტერი“ სახელწოდებასა და ლოგოს შეიცვლის
- +

18 იანვარი. 2021. 17:14

 

 

მილანის „ინტერი“ აპირებს 2021 წლის მარტში სახელწოდებისა და ლოგოს შეცვლას.

 

დღეისთვის კლუბის ოფიციალური სახელია „Football Club Internazionale Milano“. მალე ამ სახელწოდებას შეამოკლებენ იმისთვის, რომ ის უფრო ცნობადი იყოს იტალიის საზღვრებს გარეთ – „Inter Milano“. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სურვილს – ხაზი გაესვას გუნდსა და ქალაქს შორის მემკვიდრეობას.

 

კლუბის ახალი ემბლემა მინიმალისტური ბრენდი იქნება და ის I და M ასოების გარშემო განვითარდება.

 

იტყობინებიან, რომ „ინტერს“ კიდევ რამდენიმე ცვლილება ელოდება. კერძოდ, კლუბმა შეიძლება შეიცვალოს სატიტულო სპონსორი და გადავიდეს „სან სიროს“ სტადიონიდან, რომელსაც დღეს „მილანთან“ იყოფს.

 

დღევანდელი სახელწოდება და ლოგოს დიზაინი 1908 წელს, „ინტერის“ დამფუძნებლების მიერ არის შექმნილი. რებრენდინგი 9 მარტს შედგება, როცა კლუბს 113 წელს შეუსრულდება.

 

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ინტერის“ მფლობელები რამდენიმე თვეა ხელფასს არ უხდიან ფეხბურთელებსა და საწვრთნელო შტაბს. კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს კორონავირუსის პანდემიის გამო.

 

„ინტერი“ იტალიის 18-გზის ჩემპიონია. კლუბს შვიდჯერ აქვს მოგებული ქვეყნის თასი და სამჯერ – ჩემპიონთა თასი.

 

 

https://1tv.ge/news/interi-sakhelwodebasa-da-logos-sheicvlis/

 

 

big_banner
არქივი