logo_geo
ტოჩინოშინი მეცხრედ დამარცხდა
- +

21 იანვარი. 2021. 13:49

 

 

წლის პირველი სუპერტურნირის დასრულებამდე 3 დღით ადრე უკვე 9 მარცხი დაუგროვდა ქართველ ექს-ოძეკის ლევან გორგაძეს. ტოჩინოშინმა ამჯერად პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯისთან წააგო. იაპონელმა, რომელსაც ასევე გუშინ დაუფიქსირდა უარყოფითი ბალანსი და წოდებაში დაქვეითება ელის, ქართველს უშანსოდ მოუგო. მძლავრი შეჯახებისთანავე ჰოკუტოფუჯიმ ხანგრძლივი ნოდოვა (ყელის არეში ზეწოლა) გამოიყენა და სწრაფად დაატოვებინა დოჰიო მეტოქეს.

 

ტურნირის 12 დღის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 3-9-ზეა და მას შემდეგ ბაშოზე რანგის დაქვეითება ელის. ხვალ მისი მოწინააღმდეგე მოტივირებული მე-11 მაეგაშირა კოტოეკო იქნება, რომელსაც ბალანსი 6-6-ზე აქვს და კაჩი კოშის დაფიქსირებას ცდილობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი