logo_geo
ზინედინ ზიდანი კორონავირუსით დაინფიცირდა
- +

22 იანვარი. 2021. 18:15

 

ზინედინ ზიდანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Football-Espana ავრცელებს.

 

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც ფრანგმა იზოლაციაში გადაინაცვლა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამეფო კლუბს მატჩებისთვის მისი ასისტენტები მოამზადებენ.

 

უკვე გადაწყვეტილია, რომ ზიდანი „ბლანკოსს“ 23 იანვარს, „ალავესთან“ და 30 იანვარს „ლევანტესთან“ შეხვედრებში ვერ უხელმძღვანელებს.

 

რამდენიმე დღის წინ სამეფო კლუბი ესპანეთის თასიდან მესამე დივიზიონის წარმომადგენელმა „ალკოიანომ“ გამოთიშა, რის გამოც ფრანგის თანამდებობიდან გაშვების თაობაზე ინფორმაციები სისტემატურად ვრცელდება.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/182832/zinedin-zidani-koronavirusit-dainpitsirda

 

 

big_banner
არქივი