logo_geo
გარდაიცვალა თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი
- +

24 იანვარი. 2021. 19:59

 

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა.

 

ნუგზარ სხირელი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 21 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და მისი ძალისხმევით ქართველმა ახალგაზრდებმა მსოფლიო ასპარეზზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს.

 

მსოფლიო საჭიდაო სამყაროში აღიარებულმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლას საფუძველი ჩაუყარა. მას არაერთი სახელოვანი შეგირდები და მსოფლიოს უძლიერესი ფალავნები გაუზრდია, მათ შორის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი.

 

https://1tv.ge/news/gardaicvala-tavisufal-chidaobashi-saqartvelos-akhalgazrduli-nakrebis-mtavari-mwvrtneli-nugzar-skhireli/

 

 

big_banner
არქივი