logo_geo
თსუ-მ კონკურენტი დაამარცხა და გალიდერდა
- +

24 იანვარი. 2021. 21:00

 

საქართველოს ფუტსალის ლიგაში მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) ვიცე-ჩემპიონს, „თელასს“ დაუპირისპირდა და ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა.

 

თსუ-მ ჩემპიონობა სწორედ „თელასთან“ შეხვედრაში მოიპოვა და ამ გუნდების დაპირისპირება პრინციპული იყო. ვიცე-ჩემპიონი ნაკრების საბაზო გუნდია და ორივე გუნდისთვის მოგებას 3 ქულაზე გაცილებით მეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

 

ანგარიში თსუ-მ კარგად დაიწყო და მეორე წუთზე გიორგი ჩიკვაიძემ ანგარიში გახსნა. „თელასმა“ ამის შემდეგ მეტოქის მიმართ პრესინგით ითამაშა და მე-15 წუთზე შედეგსაც მიაღწია – ჯანიკო გიორგაიამ ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ 33-ე წუთზე თავი ისევ ჩიკვაიძემ გამოიჩინა და როგორც გაირკვა, თსუ-ს გამარჯვება მოუტანა.

 

საბოლოოდ, თსუ-მ „თელასი” 2:1 დაამარცხა და „თბილისთან“ ერთად 6-6 ქულით ჩემპიონატში გალიდერდა.

 

https://1tv.ge/news/tsu-m-konkurenti-daamarckha-da-galiderda/

 

 

big_banner
არქივი