logo_geo
სერხიო რამოსს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდება
- +

6 თებერვალი. 2021. 15:31

 

 

მადრიდის „რეალის“ კაპიტანს სერხიო რამოსს მუხლზე ოპერაცია დღეს ჩაუტადება, – ამის შესახებ COPE იუწყება.

 

წყაროს ცნობით, ესპანელი ფეხბურთელი ბოლო დროს მარცხენა მუხლში დიდ დისკომფორტს განიცდიდა და ექიმებმა საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს, რომ ოპერაციის გაკეთება არის საჭირო. რამოსის სრულ რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, 6-8 კვირა დასჭირდება, შესაბამისად 34 წლის ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტასთან“ ორივე შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რამოსი თავის გუნდს ვერც ლა ლიგის რამდენიმე მატჩში დაეხმარება.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი ივნისში ეწურება და მხარეები ახალ პირობებზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულან.

 

 

big_banner
არქივი