logo_geo
ლუის ჰემილტონმა და „მერსედესმა“ ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკეს
- +

7 თებერვალი. 2021. 23:36

 

ინტერნეტ-გამოცემა F1-Insider.com-მა დაწერა, რომ ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა და „მერსედესმა“ კომპრომისს მიაღწიეს და უახლოეს დღეებში ახალ კონტრაქტს გააფორმებენ.

 

ბრიტანელი პილოტი გერმანულ საჯინიბოსთან ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და 2022 წლის ბოლოს, ლუისს მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნება. ხელფასის ოდენობა არ შეიცვლება – დაახლოებით 40 მილიონი წელიწადში.

 

გარდა ამისა, ირკვევა, რომ კონტრაქტის მიხედვით, ჰემილტონს თანაგუნდელის არჩევისას ხმის უფლება ექნება.

 

შეგახსენებთ, რომ ლუისის მოქმედი კონტრაქტი „მერსედესთან“ 2021 წლის ბოლომდეა ძალაში.

 

https://1tv.ge/news/luis-hemiltonma-da-mersedesma-akhal-kontraqtze-moilaparakes/

 

 

big_banner
არქივი