logo_geo
გიორგი ხარაიშვილი უნგრეთის ჩემპიონატში ითამაშებს
- +

13 თებერვალი. 2021. 11:22

 

 

 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ხარაიშვილი უნგრეთის ჩემპიონატში ითამაშებს. 24 წლის ხარაიშვილი უნგრეთის 31-გზის ჩემპიონი გუნდის „ფერენცვაროშის“ ღირსებას დაიცავს, სადაც მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ლაშა დვალი იქნება. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

 

გიორგი ხარაიშვილი მანამდე შვედეთის „გიოტებორგის“ ღირსებას იცავდა, სადაც „საბურთალოდან“ გადავიდა. ხარაიშვილმა შვედეთის გუნდში 20 გოლი გაიტანა. ჩემპიონატში 18-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო თასზე 2-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. გიორგიმ შვედეთში ერთი ტიტული მოიგო. ის „გიოტებორგთან“ ერთად შვედეთის თასის გამარჯვებული გახდა.

 

ბუდაპეშტის „ფერენცვაროში“ უნგრეთის ჩემპიონი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ჯგუფური ეტაპის მონაწილეა. ლაშა დვალი ამ გუნდში 2019 წლიდან თამა

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი