logo_geo
მოურინიო 21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს
- +

16 თებერვალი. 2021. 15:10

 

 

„ტოტენჰემის“ დამრიგებელი 21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

 

ჟოზე მოურინიოს ეს დიდი აღიარება ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის  საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) კვლევის შედეგია.

 

რეიტინგი მწვრთნელების ყოველწლიური მიღწევების მიხედვით შეადგინეს და IFFHS-ში მიიჩნიეს, რომ ამ წოდებას ყველაზე მეტად სწორედ მოურინიო იმსახურებს.

 

მეორე ადგილი გერმანიის ნაკრების მწვრთნელს, იოახიმ ლიოვს ერგო, მესამე პოზიციას კი მანჩესტერულ კლუბებთან, „სიტისთან“ და „იუნაიტედთან“ დაკავშირებული სპეციალისტები, ხოსეპ გვარდიოლა და ალექს ფერგიუსონი ინაწილებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი