logo_geo
ზიდანმა შესაძლოა „იუვენტუსი“ ჩაიბაროს
- +

17 თებერვალი. 2021. 12:32

 

 

მადრიდის „რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი შესაძლოა „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ ესპანურ მედიაზე დაყრდნობით გამოცემა „The Sun“ წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ფრანგ სპეციალისტს ტურინული კლუბიდან უკვე დაუკავშირდნენ. მოლაპარაკების დეტალები უცნობია. ანდრეა პირლოს თავკაცობით „იუვენტუსმა“ ბოლო 9 სეზონში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

 

სერია A-ში ტურინელები 42 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი