logo_geo
რონალდინიოს დედა კორონავირუსმა იმსხვერპლა
- +

21 თებერვალი. 2021. 21:28

 

 

 

ბარსელონას და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, რონალდინიოს დედა, მიგუელინა დოს სანტოს კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ იუწყება America TV.

 

 

ცნობილი ფეხბურთელის დედა 71 წლის იყო. იგი საავადმყოფოში ჯერ კიდევ დეკემბერში მოათავსეს.

 

ბელუ ორიზონტეს მერმა ალექსანდრე კალილმა, რომელიც @ატლეტიკო მინეიროს" პრეზიდენტი იმ დროს იყო, როდესაც რონალდინიო ამ კლუბში თამაშობდა, მიუსამძიმრა ცნობილ ფეხბურთელს დედის გარდაცვალების გამო.

 

თავად ფეხბურთელმა გლოვის ნიშნად "ტვიტერზე" მთლიანად შავი ფოტო დადო

დეკემბერში, თავად ფეხბურთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედა კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. შემდეგ ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ოქტომბერში თავად რონალდიონიოს დაუდასტურდა COVID-19 40 წლის ყოფილი ფეხბურთელის დაავადება ასიმპტომურად მიმდინარეობდა.

 

შარშან აგვისტოში პარაგვაიში ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ რონალდინიო ბრაზილიაში დაბრუნდა. ყოფილი ფეხბურთელი ყალბი პასპორტის გამოყენებისთვის დააკავეს.

 

 

რონალდინიომ ოფიციალურად საფეხბურთო კარიერა 2018 წლის 16 იანვარს დაასრულა. ბრაზილიელის ბოლო კლუბი იყო "ფლუმინენსე".

 

კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა გრემიოში, პარი სენ-ჟერმენში, ბარსელონაში, მილანში, ფლამენგოში, ატლეტიკო მინეიროში, კერეტაროსა და ფლუმინენსში. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ის 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რონალდინიო არის აგრეთვე "ოქროს ბურთის" საპატიო პრიზის მფლობელი (2005).

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი