logo_geo
გიორგი ჭიაბრიშვილი: „ლოკომოტივს“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია
- +

27 თებერვალი. 2021. 10:19

 

 

 

„მიხეილ მესხი არენაზე“ „ლოკომოტივმა“ გუნდის ახალწვეულები წარადგინეს. ფეხბურთელებს მაისურები კლუბის სპორტულმა დირექტორმა თამაზ ბოკერიამ გადასცა.

 

მეკარე რევაზ თევდორაძე 1-ნომრიანი ფორმით ითამაშებს, 14 წლის მეკარე სოსო კოპალიანმა 13 ნომერი აირჩია, ხოლო შემტევმა კახა კახაბრიშვილმა – 19-ნომრიანი მაისურა.

 

სტადიონის მედიაცენტრში კი „ლოკომოტივის“ სეზონისწინა პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც მედიის შეკითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – გიორგი ჭიაბრიშვილმა და კაპიტანმა, დავით უბილავამ უპასუხეს.

 

დავით უბილავა:

 

„მოსამზადებლად მარბელა იდეალური ადგილია. ესპანეთში ძალიან კარგი შეკრება გავიარეთ, კარგი ტესტ-მატჩები ვითამაშეთ და ვცდილობთ, სეზონის დაწყებას კარგ ფორმაში შევხვდეთ. რაც მთავარია, შეკრება ტრავმების გარეშე დავასრულეთ და ახლა უკვე პირველი თამაშისთვის ვემზადებით. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი სეზონის დასაწყებად მზადაა“.

 

გიორგი ჭიაბრიშვილი:

 

„წელს შარშანდელზე უფრო ძლიერები ვიქნებით და ამის თქმის საფუძველს, ჩემი ფეხბურთელები მაძლევენ. დავეთანხმები კაპიტანს, ესპანური შეკრებით უზომოდ კმაყოფილი ვარ. საწვრთნელი შეკრებისთვის უკეთეს ადგილს ვერ ვნახავდით. ეს ის ადგილია, სადაც ტოპ-კლუბები ემზადებიან. ჩვენ იქ მოგება-წაგებისთვის არ ვყოფილვართ. გვქონდა საქმე, გეგმა, რომელსაც მივყვებოდით. ტესტ-მატჩების მთავარი დანიშნულება ფეხბურთელების შემოწმება და სათამაშო სქემების გამოცდაა. ახალ სეზონში, ჩვენი მიზანი, მინიმუმ, ევროზონაში მოხვედრა იქნება. ახლა რთულია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ჩემს გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია. რაც შეეხება „საბურთალოსთან“ პირველ მატჩს, ჩემთვის ისიც ისეთივე მეტოქეა, როგორც დანარჩენი 8 გუნდი და მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი