logo_geo
ლევან ჟორდანია „აუსტრიაში“ ჩაირიცხა
- +

27 თებერვალი. 2021. 13:23

 

 

ქართველი ნახევარმცველი ლევან ჟორდანია ვენის „აუსტრია II“-ში ჩაირიცხა. 24 წლის ფეხბურთელზე, რომელმაც 2020 წლის სეზონი თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა, ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

 

საერთაშორისო ცნობარ „სოკერვეიში“ ჟორდანიას მოქალაქეობის გრაფაში უწერია, რომ ის ნიდერლანდების პასპორტის მფლობელია. ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბში 39-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „აუსტრია II“ ვენის „აუსტრიას“ სარეზერვო გუნდია და რანგით მეორე ავსტრიულ ლიგაში თამაშობს. 16 ტურის შემდეგ გუნდი ბოლო, მე-16 ადგილზეა.

 

„ლევან ჟორდანია ახალგაზრდულ გუნდს ორშაბათიდან შეუერთდა. 24 წლის ნახევარმცველი თამაშობდა ჰოლანდიაში, არნემის „ვიტესში“, „ახილესში“, „ეინდჰოვენში“, „დენ ბოსხში“, ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებულ თბილისის „ლოკომოტივთან“ მშობლიურ საქართველოში. ჟორდანიამ ტესტები გაიარა და ახლა სრულ დატვირთვებზე გადავა“, – წერია „აუსტრიას“ გვერდზე.

 

24 წლის ნახევარმცველი თამაშობდა ჰოლანდიაში, არნემის „ვიტესში“, „ახილესში“, „ეინდჰოვენში“, „დენ ბოსხში“, ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებულ თბილისის „ლოკომოტივთან“, მაგრამ ტრავმების გამო სეზონი გაუცდა.

 

შეგახსენებთ, რომ ავსტრიული გამოცემა wien.orf.at-ის ცნობით, ცნობილი ავსტრიული კლუბი ვენის „აუსტრიას“ ხელმძღვანელი ლევანის მამა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი