logo_geo
სქაი-კროსის მსოფლიო თასი ბაკურიანში გერმანელმა სპორტსმენმა მოიგო
- +

27 თებერვალი. 2021. 16:01

 

 

საქართველოს ისტორიაში პირველად, ბაკურიანში სქი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი მიმდინარეობს, სადაც მამაკაცებს შორის ოქროს მედლისა და 100 სარეიტინგო ქულის მოპოვება გერმანელმა მოთხილამურემ, ფლორიან ვილმსმანმა შეძლო.

 

კაცების დიდ ფინალში გერმანელის კონკურენტები შვედი და კანადელი სპორტსმენები იყვნენ, თუმცა,  ვილმსმანმა საუკეთესო დრო აჩვენა და ეტაპი მოიგო.

 

მეორე ადგილზე შვედი დევიდ მობერგი გავიდა, ბრინჯაო კი კანადელმა ჯარედ შმიდმა მოიპოვა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი