logo_geo
ოსმან კამარა „დილაში“ ითამაშებს
- +

28 თებერვალი. 2021. 10:48

 

 

22 წლის შემტევი ნახევარმცველი ოსმან კამარა გორისდილაშიითამაშებს, – ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„22 წლის შემტევი ნახევარმცველი ოსმან კამარა დილაში ითამაშებს. ნორვეგიული ,,ვალერენგადანის ერთწლიანი იჯარით გადმოვიდა“, – წერია „დილას“ განცხადებაში.

 

კამარამ კარიერა სამშობლოში, გვინეაში დაიწყო. 22 წლის ფეხბურთელი იყო გვინეის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც 2 მატჩი აქვს ჩატარებული. ევროპული საკლუბო კარიერა შვედურ „ესკილსტუნაში“ 2018 წელს დაიწყო, საიდანაც ნორვეგიიულ „ვალერენგაში“ 2019 წლის აგვისტოში გადავიდა.

 

ოსმან კამარას ძირითადი სათამაშო პოზიცია მარჯვენა შემტევი ნახევარმცველია, თუმცა თამაში შეტევის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია. მისი ვიდეოკოლაჟი დაგარწმუნებთ, რომ ძალიან სწრაფი მოთამაშეა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარიც გააჩნია.

 

საინტერესოა, რომ „დილამ“ გვინეელი ფეხბურთელის ნორვეგიიდან ჩამოყვანის ამბავი ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა. მაშინ ინფორმაცია ოფიციალურად „ვალერენგას“ სპორტულმა დირექტორმა, იორგენ ინგებრიგტსენმა და გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა.

 

„კამარა 2021 წლის სეზონში საქართველოს ტოპ კლუბში, გორის „დილაში“ იჯარით ითამაშებს. კლუბები უსმან კამარას საიჯარო ხელშეკრულებაზე უკვე შეთანხმდნენ“, – წერდა „ვალერანგას“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

რა გახდა დაანონსებული ტრანსფერის ერთი თვით გადავადების მიზეზი, უცნობია. ნორვეგიული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციაში ეწერა, რომ კამარას პრობლემა ჰქონდა, მან შარშან ტერფის ტრავმა მიიღო და ამის შემდეგ გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი