logo_geo
ნიკა კენჭაძე და ირაკლი მწითური კიევის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იჭიდავებენ
- +

28 თებერვალი. 2021. 12:20

 

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები, 79 და 92 კგ. წონით კატეგორიებში მოასპარეზე ნიკა კენჭაძე და ირაკლი მწითური კიევის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იჭიდავებენ.

 

კენჭაძე თურქი რამაზან სარის, ხოლო მწითური უკრაინელი პიდლიპინეცის მეტოქე იქნება.

 

ბრინჯაოს მედლისთვის გივი მაჭარაშვილი (125 კგ) იჭიდავებს, ხოლო თორნიკე ქათამაძე (61 კგ) შეჯიბრს დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს.

 

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი