logo_geo
გიგაშვილმა გავრცელებული ჭორები უარყო - „როტორთან“ გარიგებული მატჩზე ლაპარაკი სრული ბოდვაა
- +

4 მარტი. 2021. 11:47

 

„ტამბოვის“ 19 წლის ქართველმა მცველი ზურაბ გიგაშვილი „როტორთან“ საგზაფხულო სეზონის პირველი მატჩის წაგების (1:3) შესახებ გავრცელებული ჭორების შესახებ ილაპარაკა და კატეგორიულად უარყო, თითქოს, ეს გარიგებული მატჩი იყო.

 

„როტორის“ მეორე გოლის ეპიზოდში გიგაშვილის გუნდელმა შეცდომა დაუშვა და ანდრეს პონსეს, რომელმაც ამ მომენტით ისარგებლა და გაიტანა, ქართველი მცველი ვერ დაეწია – კითხვა სწორედ ამის გამო დაუსვეს – ისე ჩანდა, თითქოს, ბურთისკენ არ გაიქეცით“.

 

როგორც ჩანს, ამ დროისთვის საკმარისი ძალა არ დამრჩა. ჯერ ოპტიმალურ მდგომარეობაში არ ვართ და მიზეზი ეს იყო,” – განაცხადა გიგაშვილმა.

 

უკვე საუბარია იმაზე, რომ მეორე ტაიმშიტამბოვმამეტოქეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ გაუწია – ჟურნალისტის ამ კითხვას ქართველმა მცველმა მკვეთრად უპასუხა.

 

ყველაფერი შეგიძლიათ თქვათ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სრული ბოდვაა. არ ვიცი, ასეთი ხმები ვის რაში სჭირდება. სინამდვილეში, ჩვენ წავაგეთ მატჩი, რომელშიც, ალბათ, მარცხის ღირსები არ ვიყავით. ამის მიზეზი ისაა, რომ მეორე ტაიმი წარუმატებლად ჩავატარეთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ გუნდი არც ისე დიდი ხნის წინ შეიკრიბა და დროა საჭირო, რათა შევთამაშდეთ და ფუნქციონალურად უკეთ მოვემზადოთ. დარწმუნებული ვარ, მოვუმატებთ“, – ამბობს გიგაშვილი.

 

https://1tv.ge/news/gigashvilma-gavrcelebuli-chorebi-uaryo-rotortan-garigebuli-matchze-laparaki-sruli-bodvaa/

 

big_banner
არქივი