logo_geo
ბაკურიანში გამართულ სნოუბორდ-კროსში ოქროს მედლები ჩეხმა და კანადელმა სპორტსმენებმა მოიგეს
- +

4 მარტი. 2021. 17:15

 

დღეს, 4 მარტს, ბაკურიანში სნოუბორდ-კროსში პატარა და დიდი ფინალები ჩატარდა.

 

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ, მსოფლიო თასის ეტაპში 16 ქალმა და 32 კაცმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრება დაძაბული და საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა. პირველობა არავის დაუთმო კანადელმა სპორტსმენმა – ელიოტ გრონდინმა. მან ფინიშის ხაზი უმოკლეს დროში გადაკვეთა და რამენიმე წამით ჩამოიტოვა ავსტრიელი ლუკას პაჩნერი. მესამე საპრიზო ადგილი კი იტალიელ ლორენცო სომარივას ერგო.

 

ქალ სპორტსმენებში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი – ევა სამკოვა (ჩეხეთი), II ადგილი – პერეირა დე სოუზა მაბილეუ (საფრანგეთი), III ადგილი – ლინდსი ჯაკობელისი (აშშ).

 

მსოფლიო თასის ეტაპები საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით მიმდინარეობს. საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 2023 წელს გაიმართება სათხილამურო ფრისტაილსა და სნოუბორდში.

 

https://1tv.ge/news/bakurianshi-gamartul-snoubord-krosshi-oqros-medlebi-chekhma-da-kanadelma-sportsmenebma-moiges/

 

big_banner
არქივი