logo_geo
ლოთარ მათეუსმა „ბაიერნს“ 20 წლის შემდეგ უპასუხა
- +

4 მარტი. 2021. 17:37

 

„სანამ მე და რუმენიგე მიუნხენის „ბაიერნში“ ვიქნებით, ლოთარ მათეუსი ამ კლუბში სტადიონის მომვლელადაც ვერ იმუშავებს“, - ეს განცხადება 2002 წელს „რეკორდმაისტერის“ მაშინდელმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გააკეთა.

 

ამის მიზეზი ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გახდა. მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა მიუნხენური კლუბის იმდროინდელ პრეზიდენტს ირონიული პასუხი გასცა.

 

კერძოდ, 59 წლის მათეუსმა „ალიანს არენაზე“ გადაიღო ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ უვლის ის მინდვრის საკრეჭი მანქანით მოედანს. ლოთარ მათეუსმა მიუნხენის „ბაიერნის“ შენადგენლობაში ყველა ტურნირზე 406 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარში 100 ბურთი გაიტანა.

 

https://imedinews.ge/ge/tabloidi/189917/lotar-mateusma-baierns-20-tslis-shemdeg-upasukha

 

big_banner
არქივი