იტალიური ინტერნეტ-გამოცემა Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელების წინადადებით მიმართა.
როგორც ირკვევა, რონალდუს სურს „იუვენტუსში“ თამაშის გაგრძელება, რათა კონცენტრირებული იყოს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, რომელიც ყატარში ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.
პორტალის ინფორმაციით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ არ უპასუხია ფეხბურთელისთვის მის თხოვნაზე.
https://1tv.ge/news/krishtiano-ronaldom-iuventuss-kontraqtis-gagrdzeleba-shestavaza/