logo_geo
კრიშტიანუ რონალდუომ „იუვენტუსს“ კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა
- +

4 მარტი. 2021. 17:38

 

იტალიური ინტერნეტ-გამოცემა Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელების წინადადებით მიმართა.

 

როგორც ირკვევა, რონალდუს სურს „იუვენტუსში“ თამაშის გაგრძელება, რათა კონცენტრირებული იყოს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, რომელიც ყატარში ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

 

პორტალის ინფორმაციით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ არ უპასუხია ფეხბურთელისთვის მის თხოვნაზე.

 

https://1tv.ge/news/krishtiano-ronaldom-iuventuss-kontraqtis-gagrdzeleba-shestavaza/

 

big_banner
არქივი