logo_geo
ჯაბა პაპინაშვილი ტაშკენტის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია
- +

5 მარტი. 2021. 11:48

 

ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. 60კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა პირველ წრეში ყირგიზი, ხოლო მეორე წრეში ბრაზილიელი სპორტსმენი დაამარცხა და მეოთხედფინალში იჭიდავებს.

 

სამწუხაროდ, მეორე ქართველი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52) პირველივე შეხვედრაში სამხრეთ კორეელ ძიუდოისტთან დამარცხდა და გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას.

 

პირველი საშეჯიბრო დღის წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 8:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე გაიმართება.

 

საქართველოს ნაკრების სახელით ტაშკენტში 10 ძიუდოისტი იასპარეზებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი