logo_geo
„ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს
- +

15 მარტი. 2021. 13:19

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ზედიზედ, მეორე გამარჯვება იზეიმა.

 

„ბორჯღალოსნებმა“ მადრიდში, ესპანეთის ეროვნული ნაკრები 6-ქულიანი სხვაობით - 25:19 დაამარცხეს.

 

სატურნირო ცხრილს გუნდი 9 ქულით ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს რუმინეთი და რუსეთი ინაწილებენ.

 

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი