logo_geo
დი მარიას სახლში მძარცველები შეიჭრნენ
- +

15 მარტი. 2021. 13:58

 

 

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ნანტს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩის 62-ე წუთზე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, მაურისიო პოჩეტინომ მოულოდნელად ანხელ დი მარია შეცვალა.

 

 

როგორც ცნობილი გახდა, „პსჟ“-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო შეხვედრის დროს მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა, რომელმაც არგენტინელი ფეხბურთელი მაშინვე შეცვალა.

 

„L’Equipe“-ის ცნობით, მატჩის მიმდინარეობისას დი მარიას სახლში მძარცველები შეიჭრნენ.

 

როგორც „მარკა“ იუწყება, ძარცვის დროს სახლში დი მარიას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.

 

ცოტა ხნის წინ იგივე ფაქტი დაფიქსირდა პარიზული კლუბის კიდევ ერთი ფეხბურთელის, მარკინიოსის შემთხვევაშიც. ბრაზილიელი ფეხბურთელის სახლში, მძარცველების შეჭრის დროს, მისი მშობლები იმყოფებოდნენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი