logo_geo
საქართველოში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პროექტის შესარჩევი ეტაპები დასრულდა
- +

15 მარტი. 2021. 17:55

 

 

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პროექტის „ფია რალი სტარის“ შესარჩევი ეტაპები საქართველოში დასრულდა.

 

ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრში სამი სხვადასხვა რეგიონალური ეტაპის საუკეთესო შედეგის მქონე 60 ბიჭი და 8 გოგონა მონაწილეობდა.

 

მრბოლელებმა ტრასა ჩქაროსნული სლალომით 2-ჯერ გაიარეს. საბოლოოდ კი გამოვლინდა ბიჭებს შორის ოთხი, გოგონათა შორის კი ერთი საუკეთესო, რომლებიც საქართველოს სახელით ევროპის კონტინენტურ ფინალში გამოვლენ.

 

პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენაა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი