logo_geo
„შაპეკოენსემ“ ნოემბერში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო
- +

16 აპრილი. 2017. 15:18



ბრაზილიის საფეხბურთო კლუბმა „შაპეკოენსემ" ნოემბერში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, პირველი ტიტული მოიგო. სანტა-კატარინას შტატის ჩემპიონატის მერვე ტურში, განახლებული შემადგენლობით მოთამაშე „შაპეკოენსემ" „ჟოინვილი" 2:0 დაამარცხა და პირველობა შეჯიბრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.


შეგახსენებთ, რომ „შაპეკოენსეს" თვითმფრინავი ნოემბერში, საწვავის უკმარისობის გამო ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი