logo_geo
სკანდალი სერბეთში - კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიას აშკარა გოლი და მოგება წაართვეს
- +

28 მარტი. 2021. 10:55

 

სკანდალური გამოდგა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბელგრადში, სადაც სერბეთის ნაკრები პორტუგალიას ხვდებოდა.

 

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, როცა ანგარიში 2:2 იყო, პორტუგალიამ გამარჯვების გოლი გაიტანა – ეს კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა. ბოლო მომენტში ეპიზოდში ჩაერთო სტეფან მიტროვიჩი, რომელმაც ვარდნაში შეძლო ბურთის გამოტანა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

 

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში VAR-ისა და გოლის დაფიქსირების სისტემები არ გამოიყენება და გადაწყვეტილებას მსაჯები იღებენ – როგორც ეს ძველ დროში იყო.

 

რინალდუ აღშფოთდა, როცა დაინახა, რომ არც მთავარი და არც გვერდითი არბიტრი გოლის ჩათვლას არ აპირებდნენ. მან მსაჯთან კამათისთვისა და აგრესიული ქცევისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან: თამაში ჯერ დამთავრებული არ იყო, როცა პორტუგალიელმა კაპიტნის სამკლაური დაანარცხა მინდორზე და დემონსტრაციულად დატოვა მოედანი.

 

 

 

 

big_banner
არქივი