logo_geo
ორი ოქრო და ერთი ვერცხლი - საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრების წარმატება მსოფლიო თასზე
- +

28 მარტი. 2021. 16:48

 

ორი ოქრო და ერთი ვერცხლი – საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა გუნდმა, პარაწოლჭიმში მანჩესტერში 2021 წლის მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა. დღეს, იაგო გორგოძე მძიმე წონით კატეგორიაში (+107კგ) ექვს ათლეტს შორის საუკეთესო აღმოჩნდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

 

აკაკი ჯინჭარაძემ (-107 კგ წონით კატეგორიაში) ხუთ ათლეტს შორის, მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ჯინჭარაძე აღნიშნულ ტურნირზე 2021 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელიც გახდა.

 

შეგახსენებთ, გუშინ აჰმად რაზმაზარი (-80კგ.წონით კატეგორიაში) ოქროს მფლობელი გახდა. პარაწოლჭიმში მანჩესტერში მიმდინარე 2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშება, ტოკიოს 2021 წლის პარალიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირია. საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდი სამშობლოში 30 მარტს დაბრუნდება.

 

https://1tv.ge/news/ori-oqro-da-erti-verckhli-saqartvelos-parawolchimis-nakrebis-warmateba-msoflio-tasze-1tvsport/

 

big_banner
არქივი