logo_geo
სამედიცინო დასკვნა: მარადონას სათანადოდ არ უმკურნალეს
- +

1 მაისი. 2021. 15:28

 

 

„ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას მკურნალი სამედიცინო გუნდი „შეუსაბამოდ, არასრულფასოვნად და უპასუხისმგებლოდ“ მოქმედებდა“, - ამის შესახებ  Al Jazeera  სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით წერს.

 

„სამედიცინო დახმარება იყო არაადეკვატური და ის დიდი ხნის განმავლობაში, გარდაცვალებამდე ერთი წელი, ბედის ანაბარა იყო დატოვებული“, - ასკვნის სამედიცინო კოლეგია.

 

70-გვერდიან დოკუმენტში კოლეგია აღნიშნავს, რომ ვიდრე მარადონას გარდაცვლილს იპოვიდნენ, 12 საათით ადრე, ის უკვე ცუდად იყო და მკურნალობას საჭიროებდა.

 

დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ, პროკურატურამ ექსპერტთა 20-კაციანი ჯგუფი მიიწვია. მათ უნდა დაედგინათ, გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი ექიმების დაუდევრობა.

 

ბრალდების მხარე დიეგო მარადონას ნეიროქირურგის, ლეოპოლდო ლუკეს, ფსიქიატრ აგუსტინა კოსაჩოვის, ფსიქოლოგ კარლოს დიასის, ორი ექთნის, მათი კოორდინატორისა და სამედიცინო კოორდინატორის ბრალეულობას იკვლევს.

 

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის გამო, არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. ფეხბურთელი 60 წლის იყო. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი