logo_geo
ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსს“ ტოვებს
- +

11 მაისი. 2021. 18:14

 

 

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის „იუვენტუსს“ ტოვებს. ამის შესახებ Eurosport წერს.

 

„იუვენტუსში“ ჩემი ლამაზი და ხანგრძლივი კარიერა წელს დასრულდება. ჯერ არ ვიცი, დავასრულებ თუ არა ფეხბურთელის კარიერას, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვგრძნობ, რომ „იუვეს“ ყველაფერი მივეცი და გუნდისგანაც ყველაფერი მივიღე. ეს ციკლის დასასრულია“, - განაცხადა ბუფონმა.

 

43 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა, 19 მაისს დაგეგმილი იტალიის თასის ფინალი კი მისთვის ტურინელთა შემადგენლობაში უკანასკნელი იქნება.

 

სულ კარიერის განმავლობაში ტურინული გუნდის მაისურით ბუფონმა იტალიის ჩემპიონატში 525 მატჩი ჩაატარა და „იუვენტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობა 10-ჯერ იზეიმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი