logo_geo
მიუნხენის „ბაიერნი“ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა
- +

19 მაისი. 2017. 01:00



საფეხბურთო კლუბი, მიუნხენის „ბაიერნი" გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ბავარიელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 16 საშინაო მატჩი მოიგეს, რაც მსოფლიოს რეკორდი გახლავთ და მიღწევა გერმანულ გრანდს სათანადოდ დაუფასდა.


რეკორდული სერია "ბაიერნმა" 2014 წლის 17 სექტემბერს დაიწყო და სარეკორდო მეთექვსმეტე გამარჯვება 2017 წლის 15 თებერვალს, ლონდონის "არსენალთან" იზეიმა. გინესის რეკორდების სპეციალური სერთიფიკატი "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელებმა, ფილიპ ლამმა და ტომას მიულერმა ჩაიბარეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი