logo_geo
კრიშტიანუ რონალდუ ჯორჯინია როდრიგესთან რომანს ადასტურებს
- +

27 მაისი. 2017. 00:02


მადრიდის „რეალის" ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ დაადასტურა ურთიერთობა 22 წლის ჯორჯინია როდრიგესთან. პორტუგალიელმა ინსტაგრამში შეყვარებულთან ფოტო გამოაქვეყნა.


კრიშტიანუს ფოლოვერებმა და ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ჯორჯინიას მუცელზე და კომენტარებში იჩქარეს რონალდუსთვის მეორე შვილის მილოცვა.


„ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელმა ჯორჯინია როდრიგესი 2016 წლის ზაფხულში გაიცნო. სწორედ ის ახლდა პორტუგალიელს იანვარში, FIFA-ს გალა-დაჯილდოვების ცერემონიაზე. რონალდუს ჰყავს 2010 წელს დაბადებული ვაჟი - კრიშტიანუ-უმცროსი.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი