logo_geo
გიორგი მერებაშვილი: ბედნიერი ვარ, რომ კვლავ მაქვს ნაკრების მაისურის მორგების საშუალება
- +

27 მაისი. 2017. 12:05




საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ივნისის თვეში ორ შეხვედრას გამართავს. ჯვაროსნები ჯერ 7 ივნისს, თბილისში, სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან, ხოლო 11-ში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში მოლდოვას ეწვევიან. საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთვნელმა ვლადიმერ ვაისმა 25 მაისს გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, რჩეულთა შორის პლოცკის „ვისლას" თავდამსხმელი გიორგი მერებაშვილი მოხვდა, რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასის გუნდში 2016/17 წლის სეზონის სტარტიდან ასპარეზობს. მერებაშვილმა „ვისლას" მაისურით 31 შეხვედრა გამართა და მეტოქის კარი 6-ჯერ აიღო, ამასთან თანაგუნდელებსაც 6-ჯერ გაატანინა, რაც გოლს+პასის სისტემით გუნდის საუკეთესო შედეგია. პოლონური გუნდის ქართველმა 10-ანმა qomagebi.ge-სთან გასული სეზონი შეაფასა და ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


„გამოძახებას ნამდვილად არ ველოდი. ჩემპიონატი რამდენიმე დღეში სრულდება და უკვე ოჯახთან ერთად დასვენებაზე ვფიქრობდი, თუმცა ნაკრებში თამაშზე სასიამოვნო დასვენება ნამდვილად არ იქნებოდა. ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, კვლავ მეძლევა შანსი, ნაკრების მაისური მოვირგო.

 

ვფიქრობ, რთული სეზონის მიუხედავად, ფორმაში ვარ, ვეცდები, საკუთრი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო და ნაკრებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო", - აცხადებს მერებაშვილი.


წყარო: http://qomagebi.ge

 

 

 

big_banner
არქივი