logo_geo
„ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
- +

30 მაისი. 2017. 01:18



„ბარსელონამ" 2016-17 წლების სეზონის დასრულებიდან რამდენიმე დღეში დაასახელა ახალი მთავარი მწვრთნელი. კატალონურ გრანდში ლუის ენრიკეს ერნესტო ვალვერდე შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. კონტრაქტის დეტალების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.


„ერნესტო ვალვერდე - „ბარსელონას" ახალი მწვრთნელია", - წერს კლუბი.

 


53 წლის სპეციალისტი 2013-17 წლებში ბილბაოს „ატლეტიკის" დამრიგებელი იყო.


 

big_banner
არქივი