logo_geo
ამერიკელ სპორტსმენს მეგობარი გოგონას ცემისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
- +

8 ივნისი. 2017. 22:38



შერეული ორთაბრძოლების (MMA) ამერიკელ სპორტსმენს, 35 წლის ჯონათან კოპენჰავერს, რომელიც ასევე ცნობილია სახელით - War Machine, მეგობარი გოგონას, პორნოვარსკვლავ ქრისტი მაკის სასტიკად ცემის გამო ლას ვეგასის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.


ინციდენტი 2014 წელს ლას ვეგასში მოხდა, როდესაც ჯონ კოპენჰავერმა იმ დროს საკუთარი გელფრენდი ქრისტინ მაკკინდეი, იგივე ქრისტი მაკი, მის მეგობარ კორი თომასზე ეჭვიანობის ნიადაგზე გაიტაცა და ფიზიკურად გაუსწორდა. სახლიდან გაქცეულ და საავადმყოფოში გადაყვანილ პორნოვარსკვლავს გატეხილი ნეკნები, 18 სხვა გატეხილი ძვალი, ჩამტვრეული კბილები, დაზიანებული ღვიძლი, ცხვირი და თვალები, ასევე მთელ სხეულზე არსებული სილურჯეები აღმოაჩნდა.


ქრისტინ მაკინდეის, რომელმაც ინციდენტის გამო პორნოინდუსტრია ავტომატურად დატოვა, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდა. იგი დღემდე არ კონტაქტობს ახლობლებთან და საზოგადოებაშიც პრაქტიკულად არ ჩნდება. განაჩენის გამოტანამდე სასამართლოში განაცხადა, რომ კვლავ ეშინია მოძალადე მამაკაცის, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში მას მოკლავდა.


ხანგრძლივ სასამართლო პროცესზე ასევე გაირკვა, რომ იმ ორწლიან პერიოდში,  რა დროსაც წყვილი ერთად ცხოვრობდა, მამაკაცი პორნოვარსკვლავ მეგობარ გოგონაზე გამუდმებით ეჭვიანობდა და ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდა.


ჯონათან კოპენჰავერს, რომელსაც კარიერის განმავლობაში 19 ორთაბრძოლიდან 14 აქვს მოგებული და რამდენიმე პორნოფილმში თავადაცაა გადაღებული, თავისუფლებით აღკვეთა სიცოცხლის ბოლომდე შეეფარდა, შეწყალების უფლება კი მხოლოდ 36 წლის შემდეგ მიეცემა, რა დროსაც იგი 71 წლის იქნება.

 

 

 წყარო:http://reginfo.ge

 

 

big_banner
არქივი