„მანჩესტერ იუნაიტედი", შვედ თავდამსხმელთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისის პრემიერ-ლიგის ვებგვერდზე წერენ.
აქედან გამომდინარე, 35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი სპორტსმენი ხდება. აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბრაჰიმოვიჩს კარიერის გაგრძელებაა აშშ-ში სურს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" საფრანგეთის პსჟ-დან, 2016 წელს გადავიდა და წინა სეზონში, 46 თამაშიდან, 28 გოლი გაიტანა.