logo_geo
ნონა გაფრინდაშვილის მორიგი გამარჯვება
- +

1 დეკემბერი. 2016. 12:11


 

ჩეხეთში ვეტერან მოჭადრაკეთა 26-ე მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა, რომელშიც საქართველოს ექვსი წარმომადგენელი მონაწილეობდა. sportall.ge-ს ინფორმაციით, მათგან ოთხმა მედლები მოიპოვა.


65 წელს გადაცილებულებში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა მე-9 ტურში დორინა ფლორეა (რუმინეთი) დაამარცხა და 8 ქულით ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედალი ელენა ფატალიბეკოვამ (რუსეთი) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო თამარ ხმიადაშვილმა.


50 წელზე მეტი ხნის მოჭადრაკეთა ტურნირში 11 ტური გათამაშდა. თბილისელმა დიდოსტატმა გიორგი ბაღათუროვმა შავი ფიგურებით უკრაინელ ალექსანდრ რეპრინცევს სძლია და 9.5 ქულით გაიმარჯვა.


8.5-8.5 ქულით მეორე-მესამე ადგილები რეპრინცევმა და ზურაბ სტურუამ გაიყვეს. უარესი კოეფიციენტით სტურუა მესამე ადგილზე გავიდა. 6.5 ქულით ვარლამ ვეფხვიშვილი 48-ე ადგილი დაიკავა.


ამავე ასაკში გამოდიოდა ციალა ქასოშვილი, რომელმაც 7 ქულით მესამე-მეშვიდე ადგილები გაინაწილა, კოეფიციენტით მეშვიდე იყო.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი