logo_geo
კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალს" დატოვებს
- +

16 ივნისი. 2017. 22:01



პორტუგალიური სპორტული გამოცემა „A Bola"-ს  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალის" დატოვება გადაწყვიტა.


ესპანეთის პროკურატურა რონალდუს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს, რის გამოც მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. საუბარია საერთო ჯამში, 14.5 მილიონ ევროზე.


აღნიშნულ ბრალდებას კრიშტიანუ და მისი წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. თავად ფეხბურთელმა კი, როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზის გამო „რეალის" დატოვება და კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა.


ვრცელდება ინფორმაციები, რომ რონალდუმ საკუთარი სურვილის შესახებ, სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საქმის კურსში უკვე ჩააყენა, თავის აგენტს ჟორჟე მენდეშს კი ახალი გუნდის მოძებნა დაავალა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი